×
  • horsetours

    1 დღიანი საცხენოსნო ტური ბორჯომში

    56

    აირჩიეთ სერვისი :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: საშუალო
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 20 კმ
    • ტურის ხანგრძლივობა: 10 საათი
    • ცხენტური: 6 საათი
    • დღეების რაოდენობა: 1
    • ფასში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ცხენებით უზრუნველყოფა.
    • ფასში არ შედის: კვება
    • განრიგი: დაწყება თბილისიდან 7 საათზე, 8  საათზე, 9 საათზე  სურვილისამებრ

    საცხენოსნო ტური ყველა დონის მხედრისთვის ბორჯომში, კახისის ტბაზე.
    ტური იწყება თბილისში. ტრანსფერი ბორჯომში. სოფელ ჭობისხევიდან მოგზაურობას ვაგრძელებთ ცხენებით.
    ბილიკი ადის კახისის ტბის მიმართულებით, რომელიც დაფარულია ულამაზესი ფიჭვნარი და ფოთლოვანი ტყით. ტბასთან შევისვენებთ და ვისადილებთ.
    შესვენების შემდეგ გზას გავაგრძელებთ წეროს ტბის მიმართულებით და ავალთ ქედზე, საიდანც ულამაზესი ხედები იშლება. შემდეგ კი დავიწყებთ დაშვებას ჭობისხევის მიმართულებით.
    ტურის განმავლობაში ვნახავთ, ბორჯომის ხეობისა და ეროვნული პარკის ულამაზეს ხედებს, 4 ტბასა და ულამაზეს ბუნებას.
    ტურს წარუძღვება გამოცდილი და სერთიფიცირებული საცხენოსნო გიდი. 
    რეკომენდაცია - ტური განკუთვნილია ყველა დონის მხედრისთვის და მათთვის, ვინც ფიზიკურად მომზადებულია მთაში ლაშქრობისთვის.
    საცხენოსნო ტურის ფასი:

    • 245 ლარი ერთ ადამიანზე ტრანსპორტირებით 4 პერსონაზე ჯგუფში
    • 280 ლარი ერთ ადამიანზე ტრანსპორტირებით 3 პერსონაზე ჯგუფში
    • 350 ლარი ერთ ადამიანზე ტრანსპორტირებით 2 პერსონაზე ჯგუფში
    • 140 ლარი ერთ ადამიანი მხოლოდ ცხენტური ტრანსპორტირების გარეშე

    მსგავსი ტურები