×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
  • horsetours

    წესები და პირობები

    1. შესავალი

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Horsetours-ის ონლაინ მაღაზიაში !

    აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე - https://www.horsetours.ge/ (ერთად ან ცალკე "სერვისი"), რომელსაც ოპერირებს  Horsetours-ის მიერ.

    ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგად.

    ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმება (კონტრაქტი) მოიცავს აღნიშნულ წესებს და პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას (”შეთანხმებები”). თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მათ.

    თუ არ ეთანხმებით შეთანხმებებს (ან ვერ შეასრულებთ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე horsetours.ge@gmail.com იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელზე და სხვა სერვისებზე წვდომის მსურველზე.

    2. კომუნიკაცია

    ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე horsetours.ge@gmail.com გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.

    3. შეძენა/ყიდვა

    თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რაც ხელმისაწვდომია მომსახურების საშუალებით (”შესყიდვა”), ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.

    თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით; და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.

    გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

    4. შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/ანაზღაურება

    შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია ტურის დაწყების თარიღიდან 7 კალენდრული დღით ადრე. თუ ტური გაუქმდება 6 დღით ადრე, თანხის მხოლოდ 50% დაგიბრუნდებათ.

    თუ ტურს გააუქმებთ ტურის დაწყებამდე 24 საათის განმავლობაში, თანხა უკან არ დაბრუნდება.

    5. შემადგენლობა/კონტენტი

    ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს Horsetours-ის საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

    6. აკრძალული გამოყენება

    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და პირობების შესაბამისად.

    7. ანალიტიკა

    ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

    8. ანგარიშები

    როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

    თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციას უსაფრთხოების დარღვევის შესახებ.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევადგინოთ ანგარიშები, ამოვიღოთ ან შევცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

    9. შეწყვეტა

    ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.

    თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

    10. მარეგულირებელი კანონი

    წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.

    User Data Deletion

    To comply with the General Data Protection Regulation (GDPR – Art. 17 – Right to Erasure), you must first obtain authorization, then go to your profile and click the "DEACTIVATE ACCOUNT" button to send a request that will ensure your data deletion.

    პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
    პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს horsetours.ge თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა horsetours.ge-სთან. თქვენ შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ horsetours.ge-ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.

    ვინ ვართ ჩვენ?
    პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები horsetours.ge-ზე (შემდგომში „ჩვენ“ ან „ჩვენი“) ნიშნავს შპს „ჰორსტურს“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ს/კ: 424618408) (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) მიერ მართულ horsetours.ge-ს („ვებგვერდი“ ან „გვერდი“). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.

    ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
    horsetours.ge-ს მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი პროდუქტების/მომსახურების გასაუმჯობესებლად.

    როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
    ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:

    თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საიტზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი);
    თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
    მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა;
    თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;
    საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.

    რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი?
    ჩვენსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით: 

    მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისთვის;
    ახალი პროდუქტებისა და სერვისების დასანერგად;
    თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
    მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
    საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების ან განვადების დამტკიცების შეტყობინებები;
    თქვენი მომსახურე ბანკის მიერ ავტომატური სესხის დამტკიცებისთვის;
    ჩვენ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით მომხმარებლების ქცევის მონიტორინგისთვის;
    ჩვენი ბრენდების, პროდუქტების და სერვისების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის;
    ახალ პროდუქტების, სისტემების ან სერვისების დასატესტად;
    ხარისხიანი პროდუქტებისა და სერვისის მიწოდებისთვის;
    თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
    ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
    დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის, ანგარიშების შესადგენად;
    მომხმარებლის ანგარიშისა და ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მართვისთვის, მომხმარებლის მიერ თანხის ანგარიშიდან გატანისა და თანხებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების განხორციელებისთვის;
    ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების მართვისთვის;
    ხელშეკრულებებით და კონტრაქტებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებების განხორციელებისთვის;
    ჩვენი და თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად;
    სხვა ლეგიტიმური მიზნებით.

    რა სახის მონაცემების ვამუშავებთ?
    თქვენ შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. horsetours.ge იტოვებს უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით: 

    პერსონალური მონაცემები:

    მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენს მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და სერვისებით  სარგებლობისას, თქვენი დაკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის  შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენს შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. ასევე, საიტზე ავტორიზაციის გავლისა ან/და საგადახდო ოპერაციის განხორციელების მიზნებისთვის, ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები/მონაცემები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების  გაწევისთვის. საბანკო ანგარიშით ავტორიზებისას შესაძლებელია ჩვენ და შესაბამისმა საბანკო ანგარიშით მომსახურე ბანკმა დავამუშავოთ თქვენი საკრედიტო/სადებიტო ინფორმაცია ავტომატური სესხის გაცემისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. 
    ნებაყოფლობითი ინფორმაცია: ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგ. როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი ვებ გვერდის სერვისების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად ლაივ ჩატები ვებგვერდის მხარდაჭერის გუნდთან, ან გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.
    ლოგ - ინ ისტორია და ტექნიკური ინფორმაცია : სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობით, მათ შორის პროგრამუელი და ტექნიკური უზრუნველყოფით გადმოცემულ ტექნიკურ ინფორმაციას (მაგ. თუ რა ტიპის ბრაუზერს და ოპერაციულ სისტემას იყენებს თქვენი მოწყობილობა, რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას, შესვლის დრო და ვებგვერდის დომენის სახელი, საიდანაც თქვენ უკავშირდებით სერვისებს და ა.შ.). 
    მზა ჩანაწერები ( Cookies): ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით. მზა ჩანაწერებს ვაგროვებთ თქვენთვის ჩვენს ვებ-გვერდებსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნით.
    ინფორმაცია მოწყობილობის და დაკავშირების შესახებ : თუ თქვენს მოწყობილობაში ტვირთავთ პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია იმ კონკრეტული მოწყობილობიდან, რომელსაც თქვენ იყენებთ, რისი მიზანიც უსაფრთხოების დაცვა და თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა და პრევენციაა. მაგ. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გაშვებულია პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად და გამოვავლინოთ ხომ არ იყენებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დაკავშირებული თაღლითურ ქმედებებთან (მაგ. რობოტები, მავნე პროგრამები, AI და ა.შ.)  ან შევამოწმოთ თუ რომელ კავშირს იყენებთ  VPN-ს თუ Proxy-ს. 
    ანალიტიკური ინფორმაცია: ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია  თქვენს მიერ სერვისების გამოყენების თაობაზე, როგორიცაა აპლიკაციების გამოყენება, ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ონლაინ გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები და ა.შ. ინფორმაცია შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენს მიერ სერვისების გამოყენების  შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.