×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
მალე დაემატება
  • horsetours

    2 დღიანი საცხენოსნო ტური ვაშლოვანის ეროვნულ პარკში

    496

    აირჩიეთ სერვისი :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: მარტივი
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 50 კმ
    • დღეების რაოდენობა: 2 დღე
    • ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, გიდის მომსახურება, საცხენოსნო ტური კარვებით, უზრუნველყოფა
    • შესაფერისია ყველა დონის მხედრისთვის
    • ტურის ჩატარებისთვის საუკეთესო დრო არის:  1 ოქტომბერდან - 20 მაისამდე პერიოდი

    ფასში შედის:

    • ტრანსპორტირება
    • კვება
    • პროფესიონალი გიდის მომსახურება
    • საცხენოსნო ტური
    • კარვით, საძილე ტომრითა და პარალონით უზრუნველყოფა

    გამონაკლისები:

    • განთავსება თბილისში

    დაცული ტერიტორიები მდებარეობს კახეთის ორ მთავარ მდინარეს, იორსა და ალაზანს შორის, მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ბუნების ძეგლებს და ეროვნულ პარკს. პარკის ტერიტორია მდიდარია რელიქტური, ენდემური და იშვიათი ფლორისა და ფაუნის სახეობებით. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს 62 სახეობის ძუძუმწოვარი და 135 სახეობის ფრინველი.

    ტურის მთავარი მომენტები:

     

    ტური იწყება თბილისში 07:30 საათზე. ტრანსპორტირება ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, რომელიც მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონში.


    თბილისიდან 200 კმ სავალი გზა, გზის ბოლო 20 კმ შირაქ-ელდარის მინდვრებში გადის. ტურის დაწყების წინ ჩატარდება ვარჯიში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.

    პირველი დღის მარშრუტი შირაქის ზამთრის საძოვრებზე გადის და ვაშლოვანის ეროვნული პარკის ულამაზესი ხედებით მთავრდება. ღამე კარვებში დავრჩებით.

    მეორე დღის მარშრუტი გრძელდება შირაქის ველებზე, გზად შევხვდებით მწყემსების ბინებს, თვალუწვდენელ ხორბლისა და ქერის ყანებს. ავალთ ქედზე საიდანაც ვაშლოვანის ეროვნული პარკის თვალწარმტაცი ხედები იშლება.
    დღის ბოლოს ცხენებს მივიყვანთ მათ საძოვარზე და დავბრუნდებით თბილისში.

    ტურის განმავლობაში ჩვენთან იქნება მანქანა, რომელიც საჭირო ნივთების ტარების გარდა დაღლილ მხედრებსაც მოემსახურება.

    საცხენოსნო ტურის ფასები:

    • 1240 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 4 ადამიანზე
    • 1495 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 3 ადამიანზე
    • 2000 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 2 ადამიანზე

    მსგავსი ტურები