×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
მალე დაემატება
  • horsetours

    1 საათიანი საცხენოსნო ტური ბორჯომში

    28

    აირჩიეთ სერვისი :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: მარტივი
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 3 კმ
    • ხანგრძლივობა: 1 საათი
    • ფასში შედის: გიდის მომსახურება და ცხენები
    • ფასში არ შედის: განთავსება თბილისში, ტრანსპორტირება და კვება
    • ტური ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში

    საცხენოსნო ტური ყველა დონის მხედრისთვის ბორჯომში.

    ბორჯომის ტურები გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, უნიკალური ისტორიული ძეგლებით, თვალწარმტაცი ბუნებითა და ულამაზესი ხედებით. შერეული ტყის მასივები საუკეთესო ადგილია ცხენით გასეირნების მსურველებისთვის და ცხენოსნობის მოყვარულებისთვის, ვისაც სურს ახალი ადგილების აღმოჩენა და თავგადასავლები.

    ბორჯომის 1 საათიანი ტურის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ დაუვიწყარი თავგადასავალი მოუწყოთ თქვენს თავს ესტუმროთ ისტორიულ ადგილ “გოგიჩაანთ ნამოსახლარს”, რომელიც დათარიღებულია XVII-XVIII საუკუნეებით და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ნამოსახლარზე შემორჩენილია ანტიკური ქვის საათი, რომელიც მზის შუქ-ჩრდილის დახრილობის კუთხით ამცნობდა დროს იქ მყოფ მოსახლეობას.

    საცხენოსნო ტურის ფასები:

    • 70 ლარი ერთი ადამიანისთვის მხოლოდ ცხენტური ტრანსპორტირების გარეშე.
    • 320 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 2 ადამიანზე.
    • 260 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 3 ადამიანზე.
    • 230 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 4 ადამიანზე.

    მსგავსი ტურები