horsetours
1 დღიანი საცხენოსნო ტური რანჩო პალომინოში
ყველა სეზონი
48 USD
  • “1
  • “1
  • “1
  • “1
  • “1
  • “1
  • “1
  • “1
  • “1
  • “1
1 დღიანი საცხენოსნო ტური რანჩო პალომინოში
ყველა სეზონი
48 USD

აირჩიეთ სერვისი :

ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე

  • მარშრუტის სირთულე: მარტივი
  • ცხენით გასავლელი მანძილი: 5 კმ
  • ხანგრძლივობა: 2 საათი
  • ტური ხელმისაწვდომია წლის განმავლობაში

საცხენოსნო ტური ყველა დონის მხედრისთვის სოფელ ფერმაში.

ტური იწყება სოფელ ფერმაში, თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალ გზაზე. რანჩოში დაგხვდებიან ადგილობრივი, თუშური ჯიშის ცხენები, რომლებიც გამოირჩევიან სიძლიერითა და უდიდესი ენერგიით.

ტური განკუთვნილია ყველა დონის მხედრისთვის. ტურის დაწყებამდე გამოცდილი საცხენოსნო გიდი გაგაცნობთ დეტალურ ინსტრუქციებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ცხენზე ჯდომისას. 

გზად, შეიგრძნობთ ავთენტურ სოფლის ცხოვრებასა და რიტმს. საშუალება გექნებათ რომ გააჭენოთ თვალუწვდენელ მდელოებში.

ტურის დასასრულს, შეგეძლებათ განიტვირთოთ მყუდრო რანჩოში და მიირთვათ ფინჯანი გემრიელი ყავა ან ჩაი. ეს ტური არ არის მხოლოდ ცხენებით გასეირნება, ეს არის შესაძლებლობა გახდეთ ბუნების ნაწილი და განიცადოთ სოფლის ცხოვრების ხიბლი.

შემოგვიერთდით დაუვიწყარ ტურში, რომელიც აერთიანებს ცხენოსნობის მღელვარებას და საქართველოს სოფლის სიმშვიდეს.

5-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.

საცხენოსნო ტურის ფასები:

  • 100 ლარი ერთი ადამიანისთვის მხოლოდ საცხენოსნო ტური ტრანსპორტირების გარეშე
  • 200 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით
  • 150 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 2 ადამიანზე
  • 140 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 3 ადამიანზე
  • 130 ლარი ერთი ადამიანისთვის ტრანსპორტირებით ჯგუფში 4 ადამიანზე
ლაშა გაგოიძე / გიდი

ადგილობრივი საცხენოსნო გიდი. 11 წლიანი გამოცდილება საცხენოსნო ტურიზმში. მას გავლილი აქვს 1000 კილომეტრიანი ტრანსკავკასიური მარშრუტი კავკასიონის გასწვრივ კახეთიდან სვანეთამდე და კარგად იცნობს საქართველოს ყველა რეგიონს. 
ფლობს ინგლისურ ენას C1 დონეზე.

პოპულარული ტურები