×
საათობრივი ტურები
1 დღიანი ტურები
მრავალდღიანი ტურები
დაგეგმილი ტურები
მალე დაემატება
  • horsetours

    4 დღიანი საცხენოსნო ტური თუშეთში

    1184.61

    აირჩიეთ სერვისი :

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: საშუალო
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 40 კმ
    • დღეების რაოდენობა: 4
    • ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, განთავსება, გიდის მომსახურება, ცხენებით უზრუნველყოფა.
    • ფასში არ შედის: განთავსება თბილისში

    ფასი დათვლილია ჯგუფში 5 ადამიანის შემთხვევაში ერთ ადამიანზე.

    საცხენოსნო ტური საშუალო დონის მხედრებისთვის თუშეთის ეროვნულ პარკში.
    ტური იწყება თბილისში. ტრანსფერი თუშეთში. სოფელ შენაქოდან მოგზაურობას ვაგრძელებთ ცხენებით.

    მეორე დღეს ბილიკი ადის სანარეს უღელტეხილზე (2500), რომელიც დაფარულია ტყით, შემდეგ ეშვება და მიუყვება პირიქითის ხეობას. გზად მოვინახულებთ თუშეთის ისტორიულ სოფლებს. ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

    მესამე დღის ბილიკი მიუყვება მდინარის ნაპირს სოფელ ფარსმამდე, შემდეგ ადის ნაყაიჩოს უღელტეხილზე (3000) და გრძელდება მაკრატელას ქედის გასწვრივ, რომელიც ულამაზესია თავისი თვალწარმტაცი პანორამული ხედებით. ღამისთევა საოჯახო სასტუმროში, რომელიც ძალიან მყუდრო და მშვიდი ადგილიზე მდებარეობს.

    დასკვნით დღეს ვნახავთ კესელოს ციხის კომპლექსს და მანქანით დავბრუნდებით თბილისში.

    რეკომენდაცია - ტური განკუთვნილია გამოცდილი მხედრებისთვის და მათთვის, ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული მთაში ლაშქრობისთვის.

    საცხენოსნო ტურის ფასები:

    • 1940 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 4 ადამიანზე
    • 2320 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 3 ადამიანზე
    • 3080 ლარი ერთი ადამიანისთვის ჯგუფში 2 ადამიანზე
    ტურის დეტალური აღწერა

    მსგავსი ტურები