×
  • horsetours

    5 დღიანი საცხენოსნო ტური კავკასიონზე

    819.23

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    • სირთულე: რთული
    • ცხენით გასავლელი მანძილი: 85 კმ
    • დღეების რაოდენობა: 5
    • ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, განთავსება, გიდის მომსახურება, ცხენებით უზრუნველყოფა.
    • ფასში არ შედის: განთავსება თბილისში

    ფასი დათვლილია ჯგუფში 5 ადამიანის შემთხვევაში ერთ ადამიანზე.

    საცხენოსნო ტური საშუალო დონის მხედრებისთვის.
    ტური იწყება თბილისში. ტრანსფერი თუშეთში. სოფელ შენაქოდან მოგზაურობას ვაგრძელებთ ცხენებით.

    მეორე დღის ბილიკი ადის სანარეს უღელტეხილზე (2500), რომელიც დაფარულია ტყით, შემდეგ ეშვება და მიუყვება პირიქითის ხეობას. გზად მოვინახულებთ თუშეთის ისტორიულ სოფლებს. ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

    მესამე დღეს, ბილიკი მიუყვება ხეობაშს და პერიოდულად კვეთს მდინარეს, თუმცა მდინარის ცხენებით გადაკვეთა ძალიან ადვილია. დღის ბოლოს მივალთ საბანაკე ადგილზე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ამ დღეს გავალთ მობილური სერვისის ზონიდან.

    მეოთხე დღის ბილიკი ადის აწუნთას უღელტეხილზე (3500), ეს არის ყველაზე მაღალი უღელტეხილი, რომლის გადაკვეთაც შესაძლებელია ცხენებით. ბილიკი ეშვება და ქედს მიუყვება, შემდეგ კი ხევსურეთის ღრმა ხეობაში გრძელდება. ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

    მეხუთე დღეს დავემშვიდობებით ცხენებს, რომლებმაც ეს გზა უნდა გადაკვეთონ უკან და წავიდნენ შენაქოში, შატილიდან კი მანქანით დავბრუნდებით თბილისში.

    რეკომენდაცია - ტური განკუთვნილია გამოცდილი მხედრებისთვის და მათთვის, ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული მთაში ლაშქრობისთვის.

    ტურის დეტალური აღწერა

    მსგავსი ტურები