3 დღიანი საცხენოსნო ტური ლაგოდეხის ეროვნულ პარკში
340დეტალური აღწერა:
- სირთულე: საშუალო
- ცხენით გასავლელი მანძილი: 30 კმ
- დღეების რაოდენობა: 3
- ფასში შედის: ტრანსპორტირება, კვება, განთავსება, გიდის მომსახურება და ცხენები
- ფასში არ შედის: განთავსება თბილისში
ფასი დათვლილია ჯგუფში 5 ადამიანის შემთხვევაში ერთ ადამიანზე.
საცხენოსნო ტური საშუალო დონის მხედრებისთვის ლაგოდეხის ეროვნულ პარკში.
ტური იწყება თბილისში. ტრანსფერი ლაგოდეხში, საიდანაც მოგზაურობას გავაგრძელებთ ცხენებით.
პირველი დღის ბილიკი ადის მთის ქედზე, რომელიც დაფარულია ტყით. ბილიკი მოწესრიგებულია და ადვილია ცხენებით სამოგზაუროდ. გზად ვნახავთ სხვადასხვა ტიპის ენდემურ მცენარეებსა და ხეებს, ღამით კარვებში ან თავშესაფარში დავრჩებით.
მეორე დღის ბილიკი ადის კავკასიონის ქედზე, როცა მთის წვერს მივაღწევთ, ბილიკი ქედს გაუყვება შავი კლდეების ტბამდე. ბილიკი გამოირჩევა თვალწარმტაცი პანორამული ხედებით. ამ დღეს შევხვდებით კავკასიონის მთების მშვენიერებას. ღამისთევა კარვებში ან თავშესაფარში, რომელიც ძალიან მყუდრო და მშვიდი ადგილია.
დასკვნით დღეს მთებიდან ჩამოვალთ ლაგოდეხში და მანქანით დავბრუნდებით თბილისში.
რეკომენდაცია - ტური განკუთვნილია გამოცდილი მხედრებისთვის და მათთვის, ვინც ფიზიკურად კარგად არის მომზადებული მთაში ლაშქრობისთვის.